რეზონანსი
30.01.2023

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა, ალბათ, „ხაბე" „ხებეებს" ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის სწორედ ლევან ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა.

„ლევან ხაბეიშვილი გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის". „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ „ხაბე" „ხებეებს" ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ჟინი აქვთ, რაც წარუმატებელი იქნება ქვეყანაში. მათ ექნებათ ამის მცდელობა, მაგრამ შედეგი მათთვის სასურველი ვერ დადგება. მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული სა ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც და თავად შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები, ეს არის მათი მახასიათებელი: დესტრუქცია, ძალადობა, არავითარი სინანულო წარსულზე, ალბათ, პირიქით, თვლიან, რომ მაგ დააკლდათ ძალადობა, რაც მანამდე ჩაიდინეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×