რეზონანსი
30.01.2023

"გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პირდაპირ განაცხადა, რომ სხვა პარტიის წევრებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ასარჩევად. ეს სანდრო რაქვიაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე დადებული ვიდეოდანაც ჩანს, სადაც ის ხმას აძლევს.

„მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ "ნაცმოძრაობაში" არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნები რომ გაყალბდა ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ შემთხვევით თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია. ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ელექტრონული არჩევნების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×