რეზონანსი
29.01.2023

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაძაბულობამ პიკს მიაღწია, პარტია თავმჯდომარეს ირჩევს. კანდიდატი ოთხია - მელია, ხაბეიშვილი, მამულაშვილი და მუმლაძე.

შედეგები ხვალ გაირკვევა, მაგრამ ახალი თავმჯდომარის ვინაობის გარკვევამდე, სხვა ბევრი რამ ხდება ცნობილი. მაგალითად ის, რომ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი უკვე არ გამორიცხავს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის დამგეგმავები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ექსპრეზიდენტის ეს ეჭვები კი რამდენიმე ნაწილად დაყოფილი "ნაციონალების" დღის წესრიგს, საერთოდ თავდაყირა აყენებს. სანამ გავიგებთ იქნება თუ არა დიდ პოლიტიკური გაყრა, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" ახლა იმას არკვევენ, ვის მოიაზრებს რუსეთის აგენტებად მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს მალევე მოჰყვა ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელიც სააკაშვილს მეგობარს უწოდებს და წერს:

"რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×