რეზონანსი
29.01.2023

საქართველო უერთდება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის სამხედრო არსენალში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები იქნება.

fly eye - ანუ მფრინავი თვალი - ეს უპილოტო საფრენი სისტემა მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. დრონს მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში შეუძლია მუშაობა. საფრენი აპარატის წონა სულ რაღაც 12 კილოგრამია. სადაზვერვო დრონის დავალებაზე გაშვებამდე, აწყობას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. სისტემა ფარული დაკვირვების და მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას რეალურ დროში იძლევა. სადაზვერვო დრონის მთავარი ნაწილი კამერაა.

უპილოტო საჰაერო სისტემას დისტანციურად 2 ადამიანი მართავს. დრონს მიწის ზედაპირიდან 1 კილომეტრზე აფრენა და უწყვეტად, დაახლოებით 2 საათი მოქმედება შეუძლია. უპილოტო საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას, ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით, იხსნება პარაშუტი.

დრონ warmate-ის ფუნქცია სამიზნის განადგურებაა. ე.წ. კამიკაძე დრონს აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. "ვორმეითი" თავდასხმამდე რამდენიმე წამით ადრე ძრავს თიშავს. აღარ ისმის ხმა, რაც მტრის ყურადღებას არ იქცევს. აფეთქებამდე ავითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს - 150 კილომეტრ საათს, ეჯახება სამიზნეს და ფეთქდება. ეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უპილოტო საფრენ აპარატად ითვლება.

უპილოტო საფრენი აპარატების პირველი სადემონსტრაციო ფრენა "კრწანისის" სასროლეთზე გაიმართა. მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. სატესტო ჩვენებას მთავრობის მეთაური თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება გაზაფხულზე დაიწყება. დრონების დამზადება მოხდება ქართულ - პოლონურ ერთობლივ საწარმოში.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს. საბრძოლო მისიების წარმოების გარდა, დრონებს სასაზღვრო პატრულირებისთვის, დაზვერვისთვის, და სტიქიური უბედურებების მონიტორინგისთვის იყენებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×