რეზონანსი
29.01.2023

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს ისტორიული კავშირები ქართველებსა და ბასკებს შორის. ამ კავშირებით ქართველები ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

„გვაქვს კულტურული მსგავსება, ენებს შორის მსგავსება და ეს გვიბიძგებს ურთიერთობების განვითარებას. ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ეს ეხება განათლებას, კულტურისა და სპორტის სფეროს. მალე საქართველოში კულინარიული სასწავლებელიც გაიხსნება. მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობებიც. მიხარია რომ ჩემი წვლილიც არის ამ საქმეში და გადმომეცა საბინო არანას ჯილდო. ეს პრემია არის იმის აღმნიშვნელი, რომ ურთიერთობები ვითარდება", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×