რეზონანსი
29.01.2023

პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ", - ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირას" განუცხადა.

სააკაშვილის მედდამ დუმილი დაარღვია და მასზე განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მედდა აცხადებს, რომ იმყოფებოდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან წნევის გასაზომად, რა დროსაც პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი და ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას უსმენდა.

„ყველა არხი ატრიალებს ერთი და იმავეს, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ, შევლენ მაგნიტსკის სიაში, დასაჭერ სიაში და ასე შემდეგ. პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ". ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც: „რატომ?". ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს", - განაცხადა მედდამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევამდე ასევე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მედდა აცხადებს, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც იგი სააკაშვილმა თავისთან პალატაში იხმო. პალატაში მყოფმა ხაჭაპურიძემ მას კითხვები დაუსვა და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ადვოკატმა განუცხადა, რომ იგი შეყვანილია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში.

„ექთანს ევალება დანიშნულების შესრულება და ამიტომ ჩემთვის იყო ცოტა გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად", - განაცხადა მედდამ.

წყარო "იმედი ტვ"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×