რეზონანსი
29.01.2023

ძალიან დიდი აქტივობაა, ვხედავთ, რომ ჩვენი მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო ტექნიკური შეფერხებები, რომლის აღმოფხვრაზეც უკვე მუშაობენ.

„როგორც გვეუბნებინ, დღის ბოლომდე მოგვარდება ეს პრობლემა. დანარჩენი, ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი აქტივობით გამოირჩევა ეს არჩევნები",- აღნიშნა მამულაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან" ინტერვიუს შესახებაც ჰკითხეს. მამულაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესისთვის ურთიერთბრალდებები საზიანოა.

„გავეცანი ამ ინტერვიუს. ვნახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ვფიქრობ, ის, რაც ეწერა, სამწუხაროდ იყო მანიპულირებული. ძალიან ბევრმა ადამიანმა სცადა, რომ გამოეყენებინა ეს სასარგებლოდ ან საზიანოდ. ყველა შემთხვევაში, საზიანოა, რომ პროცესი ასე დაძაბულ, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. მოვუწოდებ ჩემს თანაპარტიელებს და კონკურენტებს, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ღირსება შევინარჩუნოთ და ვეცადოთ, რომ მანიპულირება არ მოვახდინოთ რამე კონკრეტული საგნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაჩვენოთ მოსახლეობას და მხარდამჭერებს, რომ შეგვიძლია წითელი ხაზების გადალახვის გარეშე ვაწარმოოთ კამპანია და ვაჩვენოთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ჩვენ ისე უნდა დავასრულოთ ეს კამპანია, რომ ბოლოს არ შეგვრცხვეს, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ",- განაცხადა მამულაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×