რეზონანსი
27.01.2023

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო და უტყუარი, პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა. 

მმართველ გუნდში პოზიტიურად აფასებენ უწყების გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ დასკვნა ობიექტური და არგუმენტირებული იქნება.

"ემპათიას რეალური მიზეზი სინამდვილეში არა ობიექტური გარემოებების გამოკვლევა, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამსახურში ყოფნაა. პასუხისმგებელი უწყება იქცევა ისე, როგორც იუსტიციის სამინისტრო, გადაწყვიტა რომ მიემართა სამხარაულის ექსპერტიზისთვის ობიექტური და არგუმენტებით გამყარებული დასკვნისთვის, ნაცვლად იმ ჭორაობისა, რასაც ამ ხნის მანძილზე ვხედავდით სააკაშვილის მხარის მხრიდან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ზეწოლაზე საუბრობენ და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. 

"ემპათიას დასკვნა და უცხოელი ექსპერტების დასკვნა შეიძლება ითქვას, რომ იდენტურია. ეჭვი შემეპარა, სამხარაულზეც ხომ არ არის გარკვეული ზეწოლა," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სოფო ჯაფარიძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×