რეზონანსი
25.01.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს." ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით, განცხადება უკრაინულ მედიასთან საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება. დიპლომატმა ასეთ შემთხვევაში, უკრაინელების საქართველოდან ევაკუაციაც არ გამორიცხა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, კასიანოვი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×