რეზონანსი
24.01.2023

კოვიდინფიცირებული 20 წლის ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩარკვიანისთვის გამოწერილი მედიკამენტები გაყიდეს.

უფლებადამცველის განმარტებით, ეჭვს აჩენს ის, რომ ავადმყოფობის ისტორიაში წერია, რომ ახალგაზრდას 531 ამპულა გაუკეთეს, თუმცა გაცემის ჟურნალში წერია, რომ მის სახელზე 561 ამპულაა გაცემული.

"რაც არის დადასტურებული, ავადმყოფობის ისტორიაში წერია, რომ 531 ამპულა გაუკეთეს, შემდეგ გახდა 561 ამპულა. იმიტომ, რომ სასწაული მოხდა, აი რასაც თქვენ ბრძანებთ ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით აქ იკვეთება ერთ რამ, ავადმყოფობის ისტორიაში 531 ამპულა გაუკეთეს და ნარკოტიკების გაცემის ჟურნალში გაცემულია 561 ამპულა. აქედან გამომდინარე ეფექტურმა გამოძიებამ, შეიძლე ბა 531 ამპულა არის სასიკვდილო ასევე, დანარჩენი შეიძლება გაყიდეს, მაგრამ აი ეს არის ბინძური ორგანო", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×