რეზონანსი
21.01.2023

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური შეშფოთებულია ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის არმიის რიგებში დიდი დანაკარგების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა "შპიგელი" ქვეყნის დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც "შპიგელი" იუწყება, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა ბუნდესტაგის წევრებს მიმდინარე კვირაში აცნობა, რომ უკრაინის არმია ამჟამად რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში ყოველდღიურად სამნიშნა რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს. რუსების მიერ ბახმუტის აღებას სერიოზული კი შედეგები მოჰყვება, რადგან ეს რუსეთს შემდგომი წინსვლის საშუალებას მისცემს.

გერმანიის დაზვერვის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მახლობლად დაუნდობელი სისასტიკით მოქმედებდნენ, თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, თუმცა „დიდი დანაკარგები, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს მათ საბრძოლო ტაქტიკაზე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×