რეზონანსი
21.01.2023

ოჯახის ინფორმაციით, ოპერაციის დროს 22 წლის გოგოს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს. გოგონას მეუღლის თქმით, ქალს ოპერაცია თბილისში, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა.

ამ წუთებში, ახალგაზრდას მუცლის ღრუდან მაკრატელს რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში უღებენ.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 22 წლის გოგოს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა. მათი თქმით, ამ ხნის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა მხოლოდ და მხოლოდ დღეს, ნიუ ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა.

“ინფო რუსთავი” კომენტარისთვის მარდალეიშვილის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ ქალს ოპერაცია ნამდვილად ჩაუტარდა.

“ინფო რუსთავი”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×