რეზონანსი
20.01.2023

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.

„სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა", - აღნიშნა მარკ მილიმ.

„რაც შეიძლება მოხდეს არის თავდაცვის გაგრძელება, ფრონტის სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ამის მკაფიოდ გაკეთება შესაძლებელია. ვფიქრობ, [ეს] დამოკიდებულია აღჭურვილობის მიწოდებასა და მომზადებაზე. ვფიქრობ, ძალიან შესაძლებელია უკრაინელებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან თუნდაც ოპერატიული დონის შეტევითი ოპერაცია, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×