რეზონანსი
13.01.2023

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენთან, ტატიანა მოსკალკოვასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ 23 უკრაინელი, რომელიც დაღუპულად მიიჩნეოდა, ცოცხალი აღმოჩნდა.

ამის შესახებ დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამში" წერს.

„რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან, ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. პირველ რიგში, განვიხილეთ სამოქალაქო პირთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და გმირები, რომლებიც დაღუპულებად ითვლებოდნენ, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ცოცხლები არიან - ჩვენი 23 ბიჭი. ეს უდიდესი პოზიტივია", - წერს ლუბინეცი.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსულ მხარესთან შეხვედრისას „გარღვევა" არ არის, თუმცა ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, როგორებიცაა სიებისა და ინფორმაციის გაცვლა.

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენების შეხვედრა ანკარაში გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×