რეზონანსი
13.01.2023

„გირჩის" დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია" არ შედგება.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" „ამ რაღაცაში" დროს კარგავს, მაგრამ მას წარმატებებს უსურვებს.

„არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია" გამოვა. სია არ შედგება - ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის" მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.

„ქართულ ოცნებას" აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი - როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის, „ქართულ ოცნებას" აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის" მიერ „მაგნიტსკის სიის" შედგენაზე - ეს არის „ქართული ოცნების" ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×