რეზონანსი
13.01.2023

ფოთის მუნიციპალიტეტი მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვის. როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი , 4 სკოლა 3 ბაღი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. ძლიერი ქარი ამ დრომდე ნარჩუნდება.

„მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარდა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა. ამ დროისთვის, ქალაქში სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. შესაბამისი უწყების ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებენ მონიტორინგს. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×