რეზონანსი
13.01.2023

ჭიათურაში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი დაიწყო. მდინარე ყვირილა ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამებისგან იწმინდება.  სამუშაოების პირველი ეტაპი ქალაქის ცენტრალურ ხიდთან მიმდინარეობს, მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა თითქმის ყოველდღიურად მუშაობს.  მდინარიდან  ამოღებული შლამები სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ ტერიტორიაზე საწყობდება. მძიმე ტექნიკის გადაადგილების  დროს, რომ ქალაქის დაბინძურება არ მოხდეს ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.  

ეკოლოგიური პროექტი  - მდინარე ყვირილა შლამების გარეშე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. მდინარის გაწმენდითი  სამუშაოები  სახელმწიფოს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით დაიწყო. 

„ჩვენ დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი, მდინარე ყვირილას შლამებისგან გაწმენდა.  რაც ამ ქალაქში წარმოება არსებობს, მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა, სწორედ ამიტომ, აღნიშნული ეკო პროექტი თავისი შინაარსით ნამდვილად უნიკალურია.  წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით,  მდინარის კალაპოტი,  ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამებისგან  იწმინდება. სამუშაოები  დავიწყეთ წყალსადენის ტერიტორიიდან და მივდივართ  დამბამდე. მდინარის კალაპოტში იმუშავებს მძიმე ტექნიკა და ამოღებული შლამები სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დასაწყობდება” - განაცხადა ეკოლოგიური პროექტის  შეფასებისას „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელმწიფოს სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.  

მდინარე ყვირილაში სამუშაოების დაწყებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი ეტაპი. პროექტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ უცხოელი სპეციალისტები, სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა  მდინარის გაწმენდის ორ ეტაპიანი გეგმა. წელს  მდინარის კალაპოტიდან შლამების ამოღება დაგეგმილია  იანვარ - თებერვალსა  და აგვისტო - სექტემბრის პერიოდში, თუმცა გასათვალსიწინებელია, რომ სამუშაოებს ხელი უნდა შეუწყოს გარემო პირობებმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×