რეზონანსი
13.01.2023

2022 წლის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 5.59 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 31.8%-ით, ანუ 1.35 მილიარდი დოლარით მეტი იყო.

საქსტატის მონაცემებით, რეკორდული ზომის იყო ექსპორტი დეკემბერშიც და ის 555.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, მისი ზომა დეკემბერში 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა 31%), მთლიანად 2022 წელს კი საქართველოს იმპორტი 13.45 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-ით არის მომატებული.

საქსტატი იმპორტისა და ექსპორტის დეტალურ მონაცემებს 20 იანვარს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც გაირკვევა თუ უშუალოდ რა საქონლის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×