რეზონანსი
12.01.2023

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ამ­ბის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა. მო­ქა­ლა­ქე მა­ცა­ცო მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა ობ­ლად დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებ­ზე და­წე­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ სუ­ლის შემ­ძვრე­ლი ამ­ბის მო­ყო­ლა. 29 დე­კემ­ბერს, სა­გა­რე­ჯო­ში 3 თვის ჩვი­ლი და­ი­ღუ­პა. დი­ლით, რო­დე­საც მის­მა დე­დამ შვი­ლის სუნ­თქვა ვე­ღარ იგ­რძნო, მა­საც გული გა­უს­კდა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ახლა მის ობ­ლად დარ­ჩე­ნილ ოთხ შვილს, რო­მე­ლიც ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბე­ბი­ის იმე­დად დარ­ჩნენ, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა. მათ, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.

ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ოჯახ­ში ცხოვ­რო­ბენ: ტა­რი­ე­ლი, 18 წლის. ქეთი,14 წლის. კონ­სტან­ტი­ნე, 8 წლის. რეზი, 5 წლის.

ისე, რო­გორც არას­დროს, ახლა და­ვუდ­გეთ ამ ოჯახს გვერ­დით. ამ ტკი­ვილს, რაც ახალ წელს, ამ ოჯახ­მა გა­ნი­ცა­და, ვე­რა­ფე­რი შე­ამ­სუ­ბუ­ქებს, თუმ­ცა მცი­რე­დით მა­ინც შევ­ძლოთ, გვერ­დში დგო­მა. ბავ­შვე­ბის ასა­კი და სქე­სიც მი­თი­თე­ბუ­ლია, ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია. ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი და საკ­ვე­ბი . ხვალ, ნუ იყი­დით ერთ კო­ლას, სა­ღეჭ რე­ზინს ან თუნ­დაც შო­კო­ლადს და ის თუნ­დაც 1 ლარი, გა­ი­ღე მათ­თვის" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სააგენტო სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სა­გა­რე­ჯოს მე­რის მი­თი­თე­ბით რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­და.

"ჩვენ გვაქვს პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს ვეხ­მა­რე­ბით. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­წლი­უ­რად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი ერთჯე­რა­დად იღე­ბენ თან­ხას. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მე­რის ავ­თან­დილ გუ­ლი­კაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით მე­რი­ის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა მათ ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­მო­უ­ყო, ასე­ვე ჩვენს მიერ იქ­ნე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი სა­რი­ტუ­ა­ლო ხარ­ჯე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მო პი­რო­ბებს, მე­რის მი­თი­თე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გა­და­ხურ­ვა მოხ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა ქე­თე­ვან გრა­ტი­აშ­ვილ­მა.

წყარო: "ამბები.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×