რეზონანსი
09.01.2023

რამდენიმესაათიანი უწყვეტი თოვის გამო, დღეს თელავში მუნიციპალურ ტრანსპორტს მუშაობა არ განუახლებია. ამის შესახებ თელავის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია და სამუშაოები გრძელდება.მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრაც.მისივე თქმით, უამინდობამ პრობლემა მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შექმნა.

შეგახსენებთ, დიდთოვლობის გამო, გარკვეული შეზღუდვა დაწესდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ნაწილის ცალკეულ მონაკვეთზეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×