რეზონანსი
09.01.2023

უკრაინაში ომის შედეგი კიევის გამარჯვება უნდა იყოს - ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, - ამის შესახებ ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა პეტრ ფიალამ და ედუარდ ჰეგერმა სატელევიზიო დისკუსიის დროს განაცხადეს.

"მე ვერ ვხედავ ბევრ სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ უკრაინა მოიგებს ამ სამართლიან თავდაცვას. მიმაჩნია, რომ დასავლეთის ქვეყნების მოვალეობაა სრულად დაუჭიროს მხარი უკრაინას, რადგან ის აწარმოებს სასტიკ ომს მტრის წინააღმდეგ, რომელიც მას რიცხობრივად აღემატება", - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთს კონფლიქტში უკრაინელების გამბედაობისა და ევროკავშირის ერთიანობის იმედი არ ჰქონდა.

ამასთან, სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ ომი უკრაინამ უნდა მოიგოს. მისი თქმით, არ შეიძლება იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოებსაც არ დაესხმება თავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×