რეზონანსი
09.01.2023

რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვიოს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინის ომით ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა.

მისი განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთს დიდი ზარალი მიაყენეს, თუმცა რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს დიდ რისკებზე წასვლის მზადყოფნა.

"რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ სიძლიერეზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა , ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერაა. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება," - აცხადებს სტოლტენბერგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×