რეზონანსი
09.01.2023

უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა შვიდი სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 73-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

„ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე რუსი სამხედროები იცავენ ადრე დაკავებულ ხაზებს და პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობას ახდენენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის სამი ვერტმფრენი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს",- აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×