რეზონანსი
09.01.2023

ყველამ კარგად უნდა შეიგრძნოს და გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებასა და მოსამართლე არველაძის მიერ გამოტანილ ვერდიქტს.

„ყველამ კარგად უნდა შეიგრძნოს და გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი. სააკაშვილი გასამართლებულია 2 მძიმე დანაშაულზე, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და იგი ახლა იხდის სასჯელს. დაველოდოთ, სასამართლო სხდომების დასრულებას და საბოლოო ვერდიქტის გამოქვეყნებას, რომლის უფლებაც მხოლოდ მოსამართლე არველაძეს აქვს, სხვა არავის, არცერთ პოლიტიკოსს ან ადამიანს, რომელიც მეტად ან ნაკლებადაა ჩართული ამ მოვლენებში",- ა აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×