რეზონანსი
09.01.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრება. ის ცოტა ხნის წინ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

"ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სხდომაზე დასწრება პაციენტისთვის ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა.

"სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს პაციენტი, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა მისთვის, ფსიქო-ემოციური დატვირთვა და გარდა ამისა, ჩვენი სტაციონარიდან პაციენტის გაშვება სასამართლოში არ ხდება, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და ვერც გაკეთდება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ. სხდომაზე სავარაუდოდ რამდენიმე მოწმე გამოიკითხება. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×