რეზონანსი
09.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის მოთხოვნას, მიხეილ საააკშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე.

„გული მწყდება, რომ ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს და დარდობს მხოლოდ კრიმინალ სააკაშვილზე და მის გამოხსნაზე და არ ფიქრობს არცერთ უკრაინელზე, რომელიც აქ ცხოვრობს და მშვიდობიანად ზრდის თავის შვილებს. თუ აინტერესებს, როგორ სწავლობენ ბავშვები, შემთხვევით საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ხომ არ შემოიღო უკრაინელი ბავშვებისთვის, ხომ არ დააბინავა და დააპურა ისინი, ხომ არ გამოუყო შესაბამისი ყოველთვიური ფულადი დახმარება, უამრავი ჰუმანიტარული ღონისძიება ხომ არ დაგეგმა შემთხვევით?“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: „ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში, ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს მიხეილ სააკაშვილი“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×