რეზონანსი
09.01.2023

ქვეყანაში ეპიდვითარება რთულდება. სპეციალისტების განმარტებით, ვირუსული ინფექციების მასშტაბურად გავრცელების საშიშროება იზრდება. ეპიდემიოლოგები დაახლოებით 9-მდე ვირუსს ასახელებენ, მათ შორის დომინანტური „ა“ და „ბ“ ტიპის ვირუსებია, რომლებიც რამდენიმე თვეა ქვეყანაში სხვადასხვა სიმპტომებით ცირკულირებს.

სპეციალისტების განცხადებით, ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა, რომელიც 6 თვიდან დაიშვება.

„მნიშვნელოვანია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რათა პირველ რიგში იდენტიფიცირდეს რა ტიპის ვირუსი არის. რა თქმა უნდა, უნდა გატესტილი იყოს კორონავირუსზე. პრევენციულ ღონისძიებად რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჩვენს ქვეყანაში ის კვლავ ხელმისაწვდომი არის რისკ-ჯგუფებისთვის“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×