რეზონანსი
09.01.2023

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ნატოში მათ გაწევრიანებას, თუმაც სტოკჰოლმი არ აპირებს, ანკარას ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

„ერთი მხრივ, თურქეთი ადასტურებს, რომ ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ, მეორე მხრივ კი, ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც არ შეგვიძლია ან არ გვსურს“, - განაცხადა კრისტერსონმა.

მისივე თქმით, ეს მოთხოვნები სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული.

„დრო და დრო თურქეთი ასახელებს იმ პირების სახელებს, რომელთა ექსტრადირებასაც ითხოვს. ამის საპასუხოდ შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთ საკითხებს შვედური კანონმდებლობა არეგულირებს“, - აცხადებს ქვეყნის მთავრობის მეთაური.

თურქეთი, რომელიც 70 წელიწადზე მეტია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას არ ემხრობა - ქვეყნის მაღალჩინოსნები ფინეთსა და შვედეთს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში, მათთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×