რეზონანსი
08.01.2023

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ვაჟი რომეო ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბის „ბრენტფორდის" სარეზერვო გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი კლუბში იჯარით, „ინტერ მაიამიდან" გადავიდა. ის ინგლისში სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.

„ძალიან მეამაყება და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით", - განუცხადა 20 წლის ნახევარმცველმა „ბრენტფორდის" ოფიციალურ ვებგვერდს.

რომეო ბექჰემი 2002 წელს, ლონდონში დაიბადა. ფეხბურთით 2014 წელს დაინტერესდა, თუმცა მალევე ყურადღება ჩოგბურთზე გადაიტანა. მაგრამ 5-წლიანი პაუზის შემდეგ კორტებიდან საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა. 2021 წელს რომეომ მამის კლუბთან - „ინტერ მაიამისთან" გააფორმა კონტრაქტი, სადაც ასევე სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×