რეზონანსი
04.01.2023

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუას განცხადებით, საქართველო აგრძელებს მიზანმიმართული, მწყობრი სოციალური პოლიტიკის რეფორმირებას და გაგრძელებას იმ ხაზისა, რომელსაც ჰქვია კეთილსაიმედო პირობების შექმნა პენსიონერთათვის და სოციალურად დაუცველთათვის.

მისივე თქმით, ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საპენსიო სესხების მიმართულებით, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

„თქვენ გახსოვთ, ათწლეულების და ათი წლის წინ 150%-იანი სესხი გაიცემოდა პენსიონერებზე და სახელმწიფო პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებდა ამ საკითხებს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაიზარდოს პენსია და უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული პირობები ასაკოვანი ხალხისათვის. სახელმწიფო ასევე ცდილობს საპროცენტო განაკვეთების დაწევას როგორც პრუდენციული პოლიტიკის, ასევე სოციალური პოლიტიკის დახვეწით და გაუმჯობესებით. ეს ფაქტია და ჩვენ წლიდან წლამდე დავინახავთ იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება საპროცენტო განაკვეთი სესხებზე და გაიზრდება პენსია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის რეგულარულ ანგარიშში საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკა რეგიონში განსაკუთრებულად გამოარჩია და სამაგალითო უწოდა როგორც ეფექტურობის, ასევე მოცვადობის და ადეკვატურობის მიხედვით. როგორც საპენსიო რეფორმა, ისე პენსიები და საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხებზე, აგრეთვე, სოციალური დაცვა და დახმარება - ეს პოლიტიკა გაუმჯობესდება მუდმივად და წლიდან წლამდე გვექნება უკეთესი პირობები ამ მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×