რეზონანსი
04.01.2023

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში დღეს გავრცელებულ ვირუსს ახასიათებს. მისი თქმით, გრიპი, რომელიც დღეს ცირკულირებს, კორონავირუსზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს. როგორც მაია ჩხაიძე აცხადებს, ვირუსს 5-6 დღე მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, ასევე ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი.

"კორონავირუსზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ახასიათებს 5-6 დღე მაღალი ცხელება, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, რენორეა, მშრალი ხველა, რომელიც ძალიან შემაწუხებელია და ზოგჯერ როდესაც პაციენტი კარგად ხდება, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს ეს ხველა. თუმცა, იმისათვის, რომ გავაკეთოთ დიფერენციალური დიაგნოზი, რომელ ვირუსთან გვაქვს საქმე, აუცილებელია პირველ რიგში ჩავატაროთ ტესტი კორონავირუსული ინფექციის გამოსარიცხად, შემდეგ უკვე სწრაფი ტესტი არსებობს A და B გრიპის და თუ სწრაფი დადასტურდება A ან B გრიპი, მაშინ სპეციფიკური მკურნალობა არის ანტივირუსული, რომელიც ამ დროს ინიშნება,“ - ამბობს მაია ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×