რეზონანსი
04.01.2023

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი ცირკულირებს.

როგორც ივანე ჩხეიძემ აღნიშნა, დეკემბრის თვეში გრიპის ვირუსის მატებაა, თუმცა მცირედი, რაც ლოგიკურია.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის, შესაბამისად, ახლა ამ პერიოდში ვართ.

ეს მცირედი მატება ლოგიკური და ახსნადია. ანგარიშით ნათლად ჩანს, რომ ძირითადი ვირუსი – ეს არის გრიპის ვირუსი. კერძოდ, მისი ტიპის ფორმა და მისი ჯამური რაოდენობა ვირუსულ პეიზაჟში შეადგენს 50 პროცენტს, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძირითადად სწორედ გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსების გაყოფას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×