რეზონანსი
04.01.2023

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს.

ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სიყვარულის, მოთმინების, სიკეთის, სულიერი სიმტკიცის, სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას და მხნეობას!

კიდევ დიდხანს აძლიერებდეს საქართველოს მისი ღვაწლი და ლოცვა!“, - აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.

4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×