რეზონანსი
04.01.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ წერილობით აცნობებენ შესაბამის უწყებებს მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, რომ ფიზიკურად დაესწროს პროცესს. ადვოკატი მომავალ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას ყოველდღიურად ჩატარდეს პროცესები.

ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დააჩქარონ. შემდეგი სხდომა, საქალაქო სასამართლოში 9 იანვარსაა ჩანიშნული.

"მისი სურვილია და ჩვენ ამას წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურსაც, სასამართლოსაც და კლინიკა "ვივა მედსაც" ფიზიკურად მოხდეს მისი დასწრება სასამართლო პროცესებზე. დღეს მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, გაააქტიურონ მუშაობა სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში, ვინაიდან ამის შესახებ განაცხადა ორმა დაკითხულმა ამერიკელმა ექსპერტმა. მინდა შევახსენო ექიმებს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ვინც ამ საქმეში იღებს მონაწილეობას, წამებას, რადგან ეს ასე გაჟღერდა, არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, მთავრობები მიდიან და მოდიან წამების მუხლი რჩება", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

ამ წუთებში კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×