რეზონანსი
04.01.2023

მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

გიორგი ცინდელიანის და როლანდ აფრასიძის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

როლანდ აფრასიძეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. ხოლო გიორგი ცინდელიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. მკვლელობა ბედობის საღამოს მოხდა- მხარეებს შორის შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო- მომხდარი, "კურიერის" ინფორმაციით, გვარებს შორის არსებულ ძველ დაპირისპირებას უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×