რეზონანსი
03.01.2023

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებასთან მიმართებაში განისაზღვრა მკაცრი სანქციები, - ამის შესახებ „ქრონიკას", გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ განუცხადა.

„ჩვენ გზებზე განვახორციელებთ პატრულირებას, გავაჩერებთ მანქანას იმ შემთხვევაში, როდესაც ვიზუალურად დაფიქსირდება, რომ ავტომანქანა აფრქვევს მუქად შეფერილ გამონაბოლქვს, მოხდება, მავნე ნივთიერებების ხელსაწყოს საშუალებით გაზომვა და იმ შემთხვევაში, თუ იქნება გადამეტება, ცხადია გატარდება შესაბამისი რეაგირება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

ჯარიმა ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 100 ლარი, იურიდიული პირისა შემთხვევაში პირველ ჯერზე 500 ლარი. შემდგომი ასეთი სამართალდარღვევა გამოიწვევს ამ ჯარიმის გასამმაგებას", - აღნიშნა ნელი კორკოტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×