რეზონანსი
03.01.2023

სერბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, 2020 წლის შემდეგ, კოსოვოს აღიარება უკვე მეათე ქვეყანამ გააუქმა.

ამასთან, ბელგრადი საჯაროდ არ ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც გააუქმეს კოსოვოს აღიარება, მაგრამ, ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის აფრიკის, ოკეანიისა და კარიბის ზღვის ქვეყნები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ სურს სერბეთს იმ ქვეყნების გასაჯაროება, რომლებმაც კოსოვოს აღიარება გააუქმეს, სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსნა იმით, რომ არ სურთ ისინი დაექვემდებარონ რაიმე ზეწოლას პრიშტინას მოკავშირეების მხრიდან. ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას გაერო-ს 193 წევრიდან 88 აღიარებს, შესაბამისად, ნაწილობრივ აღიარებულმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რომლისთვისაც საჭიროა წევრთა ორი მესამედის ხმები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×