რეზონანსი
03.01.2023

უკრაინას ახლა, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი დგება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე", - დასძინა მაკრონმა.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა რომ უკრაინის გამარჯვება "ეგზისტენციალურია" ევროპისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ცნობისთვის, თავის საახალწლო სიტყვით გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს.

"მომავალი წლის განმავლობაში ჩვენ უცვლელად თქვენს მხარეს ვიქნებით. ჩვენ გამარჯვებამდე დაგეხმარებით და ერთად ავაშენებთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. გქონდეთ საფრანგეთის იმედი და გქონდეთ ევროპის იმედი", - თქვა მაკრონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×