რეზონანსი
03.01.2023

მესტიაში მომხდარ მკვლელობის გამო დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინში არიან. ორმაგ მკვლელობაში მონაწილეებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გიორგი ცინდელიანი და თენგიზ აფრასიძე უკვე დაკითხეს. ამოღებულია იარაღიც.

დაპირისპირება აფრასიძეების სახლში მოხდა. გიორგი ცინდელიანის ადვოკატი ამბობს, რომ პირველი გასროლა სუფრასთან მოხდა, რასაც გიორგი პაკელიანი გაერიდა. მოგვიანებით ის შეიარაღებული დაბრუნდა და ორმხრივი სროლა დაიწყო. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმედაა დაჭრილი.

"როგორც ვიცი რაღაც იარაღებია ამოღებული, მაგრამ რა იარაღებია მე არ ვიცი. არ უღიარებია არანაირი ბრალი", - თქვა ადვოკატმა.

ცნობილია, რომ ორ გვარს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×