რეზონანსი
03.01.2023

ჯანდაცვის მიმართულებით ახალი ცვლილებები ამოქმედდა. პირველი იანვრიდან, სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დადგინდა. წელს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წამლებზე რეფერენტულ ფასებს დაადგენს. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. დამტკიცდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტი.

„ქრონიკასთან“ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა.

„საქართველოში იმპორტირებულ ან საქართველოში წარმოებულ პირველ ეტაპზე დაახლოებით 1200 და მეტი დასახელების მედიკამენტს შეეხება ეს მაქსიმალური გასაყიდი ჭერი და ამ მედიკამენტებზე განვსაზღვრავთ ფასს რეფერენტული ქვეყნებიდან გამომდინარე. იქ არსებული ფასების მიხედვით გამოვიყვანთ საქართველოში საბითუმოდ გასაყიდ ფასს. საშუალოვადიან პერიოდში დავინახავთ იმ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს, რაც მიმართულია, როგორც წამლის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე ფასების მნიშვნელოვანი კლებისკენ.

არა ფიქსირებული, არამედ მინიმალურ ანაზღაურება, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური შემოსავლის სახით მიიღონ ექიმებმა და ექთნებმა - სისტემაში მომუშავე დაახლოებით 8 ათას ექთანსა და 9 ათასამდე ექიმებს შეეხება ეს. 1000 ლარამდე ხელზე ასაღები ექიმებისთვის და 600 ლარამდე ექთნებისთვის.

საერთაშორისო სტანდარტების ვალდებულება ექნებათ 2025 წლიდან ყველა კერძო და სახელმწიფო კლინიკას და ამ საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანი რეფორმა და გადაწყვეტილებაა, რომელიც მიმართულია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×