რეზონანსი
03.01.2023

ტრაგედია მოხდა წუხელ, გვიან ღამით - 30 წლის შაკო ბოგველი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ემიგრანტი დედა იზა ბოგველი ქვეყანაში ბრუნდება, რადგან მეორე შვილი იგლოვოს.

ცნობილია, რომ წლების წინ, 2012 წელს, ბოგველების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 17 წლის მარიამ ბოგველი 15 სექტემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში საკუთარმა მეუღლემ სანადირო თოფით მოკლა.

ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ავარიის შედეგად ემიგრანტს შვილი დაეღუპა:

"გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 30 წლის შაკო ბოგველი... შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იზა ბოგველი შოთო სიხარულიძეს თელავში ჩასვლისკენ მოუწოდებდა შოთიკო ბოჭორიძის დაკრძალვაზე... ის წერდა, რომ მოკლული 17 წლის მარიამ ბოგველის დედა იყო და მან იავნანა უმღერა დაკრძალვის დღეს შვილს...

ახლა კი მან მეორე შვილი დაკარგა.. შაკო ბოგველი რომელიც 12 წელი არ ჰყავდა ნანახი და ის დღეს ავარიით გარდაიცვალა. მართლაც რომ შემზარავი ამბავია დავმუნჯდი მე... არ ვიცი რა უნდა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას რომელმაც მარიამის შემდეგ დღეს შაკო დაკარგა....

წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

30 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა.... შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, რატომ არ შეგებრალა ემიგრანტი მონატრებული დედა... მიწისთვის მენანები... სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ.. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, შაკო აღარ გვყავს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, უყვარდა ყველას დაფასება. მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება.

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი", - წერს შოთო სიხარულიძე.

ის ემიგრანტი დედის შეტყობინებასაც აქსაროებს.

"გუშინ გწერდი, რომ გამხნევებულიყავი. მერე შოთის დედასაც ვესაუბრე, გავამხნევე როგორც შემეძლო და დღეს მე მე მამხნევებენ, მივდივარმ ნეორე შვილი რომ დავიტირო... ვინ ვარ ახლა მე, ან რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს 10 წელია და კიდევ ბევრი ათი დაემატება, სანამ ჩემს შვილებს არ ჩავეხუტები“- წერს იზა ბოგველი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×