რეზონანსი
02.01.2023

ავარიული დაზიანების გამო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რამდენიმე ასეულ აბონენტს წყალმომარაგება დღეს შუაღამისას აღუდგება. კახეთის გზატკეცილზე წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

GWP-ის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი დაზიანების აღსადგენად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

დაზიანების გამო დღეს, 12:10 საათიდან საღამოს 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგი ქუჩის აბონენტებს:

ახვლედიანის ქუჩაზე "ეკო ფუდს", ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრი ხევის, აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებს. თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ღლონტის, ფრანგულიანის ქუჩებს, ლილოს დასახლება მე-2მ/რაიონის#10,11,12 კორპ. კახეთის გზატკეცილს N 83-დან N 138-მდე. შანშიაშვილისა და ბარდაველის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×