რეზონანსი
31.12.2022

ემერიტუსი პაპი, ბენედიქტე მე-16 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი პაპი ვატიკანის რეზიდენციაში გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას წმინდა საყდარი ავრცელებს.

ბოლო დღეები ბენედიქტე მე-16-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებული იყო. ოთხშაბათს ქადაგების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს ემერიტუსი პაპისთვის ლოცვისკენ მოუწოდა, რომელიც, მისი თქმით, ძლიერ ავად იყო.

ბენედიქტე მე-16 კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×