რეზონანსი
31.12.2022

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო, მუსიკალური პროგრამა 23:00 საათიდან 02:00-მდე გაგრძელდება.

„ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00-ზე დიჯეი ანა სიუ გახსნის. 00:00 საათიდან კი, სამ სხვადასხვა სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი", დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, New One, ნატო მეტონიძე, Killages, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, The Quintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე, ოთო ჯორჯიკია, დუდანა მაზმანიშვილი და ნინო სურგულაძე.

საღამოს გაუძღვებიან წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.

საახალწლო გალაკონცერტი 02:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×