რეზონანსი
30.12.2022

რუსეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა ონლაინ-მოლაპარაკებები გამართეს. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა სი ძინპინს მიმართა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა გაზარდონ. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ მას მომავალი წლის გაზაფხულზე სახელმწიფო ვიზიტით ელიან.

"ეს მთელ მსოფლიოს დაანახებს რუსეთ-ჩინეთის კავშირების სიმტკიცეს საკვანძო საკითხებზე და გახდება წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში", - ციტირებს პუტინის განცხადებას პრესსამსახური.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთის საკვანძო მოკავშირე გახდა, თუმცა პეკინი უკრაინის მიმართ ხაზგასმით ნეიტრალურ პოზიციას იჭერს. ჩინეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინი შეინარჩუნებს თავის „ობიექტურ და სამართლიან პოზიციას" ამ საკითხთან დაკავშირებით. Reuters აღნიშნავს, რომ პეკინს ამ დრომდე არ უხსენებია სი ძინპინის ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში.

სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ამას "სამაგალითო თანამშრომლობა" უწოდა. როგორც რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები წერენ, ჩინეთმა შეაქო რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×