რეზონანსი
30.12.2022

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა.

"შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, უკრაინასაც", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს დიალოგი NATO-ს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის კონკრეტული სარაკეტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ NATO-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის გადაცემული აქვთ შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები. მათ შორისაა HIMARS-ს სარაკეტო სისტემები, არტილერია და დრონები.

23 დეკემბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან გადარჩენა შეძლოს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×