რეზონანსი
29.12.2022

ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე, საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება იყო კვლევის ფორმატი. ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელიც დასმული იყო, ითხოვდა გაღრმავებულ კვლევებს. ეს ფორმატი მოიცავდა ტოქსიკოლოგიურ კვლევასაც. კვლევებმა, რაც ჩვენ ჩავატარეთ, რაიმე პოზიტიური მაჩვენებელი არ მოგვცა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დამადასტურებელი ლაბორატორიული შედეგი არ გვაქვს. ნევროლოგიური თვალსაზრისით არის ნეგატიური დინამიკა. მე ვარ ექიმი, ჩემი ექიმობა უკვე გულისხმობს მისი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, მხოლოდ მივესალმები, სადაც უკეთესი იქნება. ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, ინტოქსიკაცია არ დასტურდება", - განაცხადა თამარ აბაშიძემ.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე სასამართლო პროცესზე დაინტერესდა, ამერიკელ ექსპერტს წარედგინა ის კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც იგი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილსა და თმაში დარიშხანისა და ვერცხლისწყლის შემცველობაზე საუბრობდა.

ამერიკელმა ექსპერტ-ტოქსიკოლოგა, დევიდ სმიტმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის (LMS) კვლევაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არ აღმოჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×