რეზონანსი
29.12.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მიიღეს, რასაც ამბობდნენ, კერძოდ ის, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

„ვივამედის" ექიმმა მიიტანა ეჭვი ტოქსიკოლოგიაზე, რის შემდეგაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ამოვიდა ნივთიერებები, ამის შემდეგ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, უნდა მიექციათ, ვინაიდან, სიმპტომატიკა არსებობდა. ჩვენს მიერ 5 თვის გასვლის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზა ამერიკაში, სადაც დადასტურდა იმაზე დიდი ოდენობები, ვიდრე პირველი კვლევის დროს იყო ამოღებული. სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში", - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე სასამართლო პროცესზე დაინტერესდა, ამერიკელ ექსპერტს წარედგინა ის კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც იგი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილსა და თმაში დარიშხანისა და ვერცხლისწყლის შემცველობაზე საუბრობდა.

ამერიკელმა ექსპერტ-ტოქსიკოლოგა, დევიდ სმიტმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის (LMS) კვლევაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არ აღმოჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×