რეზონანსი
29.12.2022

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ კარგად ვხედავდით 90-იანი წლების შემდგომ როგორ ვითარდებოდა არასამთავრობო სექტორის მოღვაწეობა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი არ არის საზოგადოებისგან ლეგიტიმური, ხოლო ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომელსაც ირჩევენ.

ბოლო პერიოდში ჩვენ მივიღეთ არა არასამთავრობო სექტორი, არამედ ანტისამთავრობო სექტორი. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. არასამთავრობო სექტორი არ არის ლეგიტიმური საზოგადოებისგან, ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელსაც ირჩევენ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორიგან ვიღებთ რეკომნდაციებს, ვიწვევთ კომიტეტებზე, კანონპროექტებზე მუშაობისას ისინი გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებენ და ეს აპრობირებულია, მაგრამ როდესაც ხდება 100 %პროცენტით ხდება დაფინანსება უცხოეთიდან და ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ეს არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად გადაკეთდა პოლიტიკურ პარტიად, ბოლო თვეებსა და წლებში პოლიტიკურ ავანსცენაზე ავიდნენ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებაშიც გაჩნდა კითხვა, ეს არასამთავრობო სექტორია თუ პარტია. ამ რისკების დასაზღვევად, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1938 წელს არის მიღებული კანონი არასამთავრობო და ზოგადად არასამეწარმეო იურიდიული და ასევე ფიზიკური პირების რეგისტრაციის შესახებ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს რამე აეკრძალოს. ეს კანონი დღესაც მოქმედებს. როდესაც კანონ-პროექტი მომზადდება და დაინიცირდება ჩვენს მიერ, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოებას გავაცნობთ. დღეს მოქმედი რაც არის, ძირითადად შეერთებული შტატებიდან ავიღებთ ამ კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნებიდანაც შეიძლება იყოს გარკვეული ნაწილი აღებული.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის" ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×