რეზონანსი
29.12.2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სწორად შერჩეულ პოზიციას, რომელიც მანამდე ჰქონდა სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ისეთივე სიმტკიცე არ შეემჩნეოდა. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკაში" ისაუბრა.

„ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით არჩეული ჰქონდა, ეს იყო სწორი ახლა, თუ მის ამ პოზიციას ბზარი გაუჩნდა ეს იქნება დიდი შეცდომა. თუ პრეზიდენტი თვლის, რომ ჯანმრთელობასა და მოწამვლასთან დაკავშირებული საკითხები ქმნის ასეთი ცვლილების საფუძველს და საბაბს, მე ვურჩევდი, რომ დაინტერესდეს ამ საკითხებით და შესაბამისად ის ყველა საკითხზე უკლებლივ პასუხს მიიღებს.

ერთადერთი მიზეზი, რითაც შეიძლება დანარჩენი 9 ათასი პატიმრისგან გამოცალკევება ეს არის - ერთი, თუ მოითხოვს ვინმე, რომ პოლიტიკური მოღვაწე სარგებლობდეს სამართლებრივი ინდულგენცია, ეს რასაკვირველია არასწორი იქნებოდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი იცით პოზიცია, რომ არავითარი ობიექტური მიზეზი გაცხადებისთვის, რომ სასჯელი არის ასარიდებელი, რა თქმა უნდა მოცემულ სიტუაციაში არ არის", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×